Tuesday, May 8, 2012



წყლის ეკოლოგიური პრობლემები

პროექტი შეიცავს საკიხებს:

  • რამდენად მნიშვნელოვანი წყალი და მისი გადანაწილება ჩვენს ორგანიზმში
  • წყლის ფუნქციები
  • წყლის დაბინძურება
  • დაბინძურებული წყლის მიერ გამოწვეული დაავადებები
  • როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

წყალი და მინერალური მარილები
არაორგანულ ნივთიერებებს შორის ორგანიზმში წყალს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის ცოცხალი ორგანიზმის მთავარი კომპონენტია. მაგალითად, მედუზას სხეულის 99,9% წყალია, ძუძუმწოვართა უმრავლესობის სხეულის 50-80%-საც წყალი წარმოადგენს, მოზრდილი ადამიანის სხეულში კი მას 65% უკავია.

წყლის გადანაწილება ორგანიზმში
ადამიანის ორგანიზმის თითოეული უჯრედი საკვები ნივთიერებებისა და ქიმიური ნაერთების უამრავი სახის წყალხსნარს შეიცავს. სხვადასხვა სისტემასა თუ ცალკეულ ორგანოში წყლის მოცულობითი წილი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, სისხლის 92%-ს, თირკმელების 82%-ს, ტვინის რუხი ნივთიერების 85%-ს, ღვიძლის 69%-ს, კუნთების 75%-ს და ცხიმოვანი ქსოვილის 25%-ს წყალი შეადგენს, ყველაზე ნაკლებია ეს ნივთიერება ძვლებში - მათში წყლის მოცულობითი წილი 20%-ია. მთლიანობაში სხეულის 60-65% წყალია, თუმცა ეს მაჩვენებელი მხოლოდ მოწიფული ასაკისთვის არის მართებული. ახალშობილის სხეულში წყლის შემცველობა გაცილებით მაღალია - 86%-ს უდრის (ემბრიონის 97% წყალია!), ხანში შესული ადამიანისაში კი, პირიქით, 50%-მდე იკლებს. ორგანიზმში არსებული წყლის 70% უჯრედის შიგნით - უჯრედულ პროტოპლაზმაშია მოქცეული. ეს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე სითხეა, რომელიც ძირითადად გარემოს აგრესიული ფაქტორების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას განაპირობებს. დანარჩენი 30% კი არაუჯრედულ არეებშია მოთავსებული, აქედან 20% - უჯრედშორის სითხეში, 8% - სისხლის პლაზმაში, 2% კი ლიმფაში. წყალი შედის ორგანულ ნივთიერებათა შემადგენლობაშიც. მაგალითად, დაჟანგვისას 100 გრამი ცილა 41 სმ3 წყალს გამოყოფს, ცხიმი  - 107 სმ3-ს, ხოლო ნახშირწყალი - 55 სმ3-ს.

რაში სჭირდება წყალი ადამიანს?
ადამიანი საკმაოდ მწვავედ რეაგირებს ორგანიზმში წყლის ნორმალური შემცველობის დარღვევაზე - ორგანიზმი ხომ წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ძლებს. ორგანიზმში წყლის დეფიციტს ქრონიკულ გაუწყლოებას უწოდებენ. ის მრავალი დაავადების მთავარი მიზეზია, მათ შორის - ასთმისა, ალერგიებისა, ჰიპერტონიისა, ჭარბი წონისა, ემოციური პრობლემებისა და დეპრესიისა. სითხის 2%-ის დაკარგვისას, რაც დაახლოებით 1-1,5 ლიტრს უდრის, ადამიანს უჩნდება წყურვილის შეგრძნება, 6-8%-ის დაკარგვისას კანი ექერცლება, პირი უშრება და გონება ებინდება. 10%-ის უკმარისობისას იწყება ჰალუცინაციები, ძნელდება ყლაპვა, 12%-ის დანაკარგი კი სიკვდილს იწვევს. წყლის არასაკმარისი მიღება არღვევს ორგანიზმის ცხოველქმედებას, თავს იჩენს დაღლილობის შეგრძნება, მცირდება შრომის უნარი, ირღვევა საჭმლის მონელებისა და ათვისების პროცესები, ნელდება ბიოქიმიური რეაქციები, იზრდება სისხლის სიბლანტე, რაც თრომბების წარმოშობის საშიშროებას ქმნის. ამასთანავე, სქელი სისხლი ცუდად აწვდის საკვებს ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს, ირღვევა სისხლის წარმოქმნის პროცესი, ტრავმირდება სისხლძარღვები, ზიანდება კუნთები და სახსრები. წყლის გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმსა და გარემოს შორის თბოცვლა, სხეულის ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება. ტვინის 75% წყალია, შესაბამისად, გაუწყლოება ტვინის უჯრედებისთვის ძლიერი სტრესია. წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება თირკმელებში ქვების წარმოქმნის საწინააღმდეგო ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდიც არის. გარდა ამისა, წყალი:
სახსრების ბიოლოგიური საპოხი და ზურგის ტვინის ამორტიზატორია;
არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, აფერხებს ცხიმის დაგროვებას;
არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სტრესის საკომპენსაციო მექანიზმებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

წყლის ფუნქციები
ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრებაში წყლის პირველხარისხოვან როლს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ იგი უამრავი ქიმიური ნაერთის უნივერსალური გამხსნელია და, ფაქტობრივად, ის გარემოა, რომელშიც ცხოველქმედების მთელი პროცესი მიმდინარეობს. გარდა ამისა, იგი:
არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
ატენიანებს ჰაერს;
უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების ყველა უჯრედამდე მიტანას;
 ეხმარება ორგანიზმს საკვებისგან ენერგიის წარმოქმნაში;
ეხმარება საჭმლის მომნელებელ ორგანოებს საკვები ნივთიერებების ათვისებაში;
ფორმას უნარჩუნებს და იცავს ორგანოებს;
გამოდევნის ორგანიზმიდან წიდასა და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილ უვარგის ნივთიერებებს.
ამრიგად, ორგანიზმში წყალი 4 ძირითად ფუნქციას ასრულებს: იგი უნივერსალური ამავსებელი (ორგანოთა სტრუქტურული კომპონენტი), გამხსნელი, თერმორეგულატორი და დამტარებელი.




მაგრამ ასრულებს,თუ არა წყალი ამდენენ მნიშვნელოვან ფუნქციას 21-ე საუკუნეში?

წყლის დაბინძურება
   21-ე საუკუნეში ახლავს გარემოს დაბინძურების მატება და პირველ რიგში -წყლის გაჭუჭყიანება.ხშირად მდინარეებში,ზღვებსა და ოკეანეებში მრავალი სხვადასხვა სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერება ჩაედინება. გაჭუჭყიანებისგან წყლების დაცვის ძირითადი ღონისძიება იმ მეთოდების დანერგვაა,რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების წარმოქმნას-უნარჩენო ტექნოლოგია.
    პრობლემას ისიც ამძაფრებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, გარემოს დაცვის ნორმები არ არის დაცული და თუ წყლის სისტემა, კანალიზაციები და ნაგავსაყრელები სტანდარტების შესაბამისად არ მოეწყობა, არ არის გამორიცხული, დაბინძურებულმა გარემომ ეპიდემია გამოიწვიოს.

 იმის გამო, რომ სოფელ მაშნაარში დაზიანებული კანალიზაციის მილი სასმელი წყალის სათავე ნაგებობასთან ახლოს ჩაედინება, აუცილებელი გახდა ამ სოფელში ალტერნატიული სასმელი წყლის რესურსი მოეძებნათ, სოფლის მაცხოვრებელები აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში წყალს უცნაური შეფერილობა ჰქონდა; მოსახლეობა ირწმუნება, რომ ზაფხულობით გახშირდა ფაღარათსა და მუცლის ტკივილის შემთხვევები. ეს მცირე ყოველწლიურად ფიქსირდება ნაწლავური ინფექციები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2009 წელს ნაწლავური ინფექციით კახეთის რეგიონში 411 ადამიანი დაავადდა.

 საშიშია თუ არა წყალი, რომელსაც ვსვამთ?
საკმარისია წყალი გამჭვირვალე ჭურჭელში აავსოთ, ერთ საათში ჭურჭლის ფსკერზე სილა და წვრილი კენჭები დაილექება, მეორე დღეს კი შეიძლება ხავსიც გაიკეთოს. ამიტომ ზაფხულში დიასახლისები მცირეწლოვან ბავშვებს ანადუღარ წყალს ასმევენ, რადგან მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით ზაფხულში ყოველთვის ბინძურდება წყალი და ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის რა შემადგელობა აქვს იმ სასმელ წყალს, რომელსაც სასმელად იყენებს. თუმცა ესპეციალისტები განმარტავენ, რომ წყლის ხაისრისხის მარტივი შეფასებისათვის საკმარისია ორგანულეპტიკური შეფასება, ანუ (სუნის, ფერისა და გემოს მიხედვით);
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქალაქებისა და სოფლების წყაროებზე თითქმის არ ხდება და ხელმიუწვდომელია ტექნიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის გაკეთება. კახეთის რეგიონში დამოუკიდებელი ლაბორატორია აღარ არსებობს. არის მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის ფილიალების ლაბორატორია, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში აღარ ფუქნციონირებს.
დაავათებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკურ მონაცემს თუ დავეყრდნობით, წყლისგან და საკვებისგან გამოწვეული ინფექციებით კახეთში სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლები ადამიანი ავადდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ამ მხრივ იდეალური სიტუაციაა. ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები დამშვიდების შესაძლებლობას არ იძლევა:
2008 წელს კახეთში ნაწლავური ინფექციით 225 ადამიანი დაავადდა, 2009 წელს 346, ხოლო ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ფორმებით სტაციონარიდან გასული ავადმყოფების რაოდენობა და მათი ლეტალობა კახეთის მაგალითზე 2007 წელს 322 ადამიანი იყო, 2008 წელს 384, ხოლო 2009 წელს 411 ადამიანი.
როგორც სტატსისტიკიდან ჩანს, დაავადებათა რიცხვი ბოლო სამი წლის ოფიციალური მონაცენებით გაზრდილია. ამავე მონაცემებით დასტურდება, რომ პრობლემა არ გადაჭრილა და დროთა განმავლობაში უფრო მეტი საფრთხე ექმნება წყლის ხარისხს.

ძვირი გადასახადი უვარგისი წყლისათვის                                                     ადგილობრივი თვითმმართველობა ჯერჯერობით სრულ გაურკვევლობაშია, როგორ მოხდება ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა,, და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის წყლისა და კანალიზაციის სისტემების მართვა, ამიტომ მოსახლეობა ვერ გაარკვეულა, პრობლემის შემთვევაში, ვის უნდა მიმართონ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ ფილიალებს, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას. გამგეობებში პასუხობენ, რომ ახლად დაფუძნებულ კომპანიაში რეორგანიზაციაა და ამიტომაც ჯერ-ჯერობით წყლის მომსახურება კარგად ვერ ხდება. მოსახლეობა დღემდე ვერ გაერკვია, ვის უნდა მიმართოს წყლის მოწოდების გრაფიკის, ხარისხის და ტარიფების გამო არსებული პრეტენზიების დროს.

წყლის ხარისხის მთავარი მაკონტროლებელი კანონით მინიჭებულ ვალდებულებას უარყოფს
 სასმელი წყლის ხარისხი ადრე სანეპიდ სადგურის მიერ კონტროლდებოდა, ყველა რაიონში არსებობდა ლაბორატორიები, სადაც სასმელი წყლის ყველა სინჯი იგზავნებოდა ყოველდღე შესამოწმებლად. მაგრამ სანეპიდსადგურების გაუქმების შემდეგ, წყლის კონტროლი სოფლის მეურნეობისა და საურსათის უვნებლობის სამინისტროს გადაეცა. ლაბორატორიები გაუქმდა. დებულების თანახმად სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყლის ხარისხის კონტროლი მხოლოდ აკრედიტებული დამოუკიდებელი ლაბორატორიის მეშვეობით შეუძლია.
ექსპერტი ნინო ჩხობაძე მიანიშნებს, რომ მას შემდეგ, რაც სანიტარული სამსახური აღარ არსებობს, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
`სანიტარული სამსახური თავიდანვე არ მუშაობდა წარმატებულად, მაგრამ შესაძლებელი იყო სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება. ახლა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის სულ ერთია, ვინ იქნება სასმელი წყლის ხარისხზე პასუხხიმსგებელი პირი. ეს იქნება კერძოO პირი თუ სახელმწიფო სტრუქტურა, ნებისმიერმა დამაბინძურებელმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო სანქცია. სანიტარული სამსახურები 2005 წლიდან აღარ გვყავს და შესაბამისად, ეს ფუნქცია დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ზოგადად მათი პასუხისმგებლობის ქვეშ გადავიდა, მაგრამ სამინისტრო აცხადებს, რომ ამას ვერ ახორციელებს. სამინსტროში ირწმუნებოდნენ, რომ ამ ვალდებულებას 2010 წლიდან განახორციელებდნენ, მაგრამ დღემდე არაფერია შეცვლილი. შედეგად დამაბინძურებელს ვერც არც ერთი სტრუქტურა ვერ აჯარიმებს. გვაქვს სამწუხარო შედეგი: საჯარიმო სანქციები რომელიც გვაქვს, არის უმოქმედო და არაეფექტური.
   ქსპერტ ზურა როსტომაშვილის აზრით, ეკოლოგიური საფრთხე ნაგავსაყრელებიდანაც საკმაოდ რეალურია. ნაგავსაყრელზე ხშირად იკვებებიან შინაური ცხოველები. ღორები აქ გამოსაკვებად რამდენიმე ფერმერს რეგულარულად დაჰყავს. მისი აზრით, აქ კომუნალურ სამსახურთან ერთად პასუხისმგებლობას თვითონ მოსახლეობაც უნდა გრძნობდეს, რადგან ნაგავსაყრელზე გამოკვებილი ღორებისგან დაავადების გავრცელების დიდი საფრთხე არსებობს.


  როგორც წესი, მალარია და ლეიშმანიოზი ვრცელდება იქ, სადაც არის წყალი გაჩერებული, ჭაობების პირას მისული და გარემო დანაგვიანებული. თავიდანვე ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ ჩვენ თვითონვე ვყრით, ვანაგვიანებთ. რამდენადმე უნდა შევამციროთ ჩვენივე წარმოქმნილი ნაგავი. მეორე მომენტია, საღორეები არის გახსნილი ნაგავსაყრელებთან.


ეს არის 20 წლის პრობლემა. წყლის პირებზე ნაგავსაყრელის განთავსება, ესეც არის საბჭოთა კავშირის დროინდელი
პრობლემა, რომელიც დღემდე არის:ნაგავსაყრელების წყლის პირას განთავსება.
 დღევანდელი ნაგვის კონსტრუქცია არის სხვა, ვიდრე იყო 20 წლის წინ ამდენი პლასტმასი და ცელოფანი ჩვენ არ გვხვდებოდა. ამას ემატება ბავშვის ჰიგიენური საფენები, რომელსაც მიირთმევენ ღორები, ეს ყველაფერი ისევ ადამიანის ორგანიზმში ილექება.



  ექსპერტები მიუთითებენ, რომ ნაგავსაყრელების სტანდარტები მარტივად დაცული მაინც უნდა იყოს. მაგალითად ის რომ, უნდა იყოს შემოღობილი, არ უნდა იყოს მინიმუმ 500 მეტრში ზედაპირული წყლიდან. ეს არის, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც თხელი ფენა იყოს თიხის. თიხა საკმაოდ ბევრგან მოიპოვება კახეთში და მისი დაყრა პრობლემა არ უნდა გახდეს. თიხა ელემენტარულ იზოლაციას აკეთებს. საგანგაშოა, რომ ამ საკითხს ყურადღება არ ეთმობა.
  ნარჩენები იყოფა რამდენიმე ნაწილად და ყველა ნარჩენის ერთ ნაგავსაყრელზე დაყრა სასტიკად აკრძალულია. კომუნალურ სამსახურს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა შეუძლია. პესტიციდები, სამშენებლო ნარჩენი და სხვა ქიმიური ნარჩენები სხვაგან უნდა დასაწყობდეს. რაც შეეხება სამედიცინო ნარჩენებს, რომელსაც საავადმყოფოები წარმოქმიან სპეციალური ცალკე ნაგავსაყრელი ან ინსენერატორი სჭირდება. რათა ნარჩენის განადგურება მოხდეს და არ გახდეს ეპიდემიის და ინფექციის წყარო. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამმართველოს უფროსმა ხათუნა ჩიკვილაძემ განგვიმარტა, ჯერ-ჯერობით თანამედროვე და მოწესრიგებული ინსენერატორი  არ არის. ინსენერატორის არასოწრი გამოყენება კი შესაძლებელია გახდეს მოწამვლის წყარო. ამიტომ ნარჩენები ამჟამად საავადმყოფოს ტერიტრიაზე სპეციალურ ორმოებში იყრება. მხოლოდ და მხოლოდ იგეგმება ინსენერატორების შეძენა.
  ჩვენ არ შეგვიძლია ამ პრობლემების მოგვარება,მაგრამ ,პირველ რიგში, უნდა  დავიცვათ გარემო დაბინძურებისგან და  ვეცადოთ ავარიდოთ თავი დაავადებებისგან,რომლებსაც იწვევს დაბინძურებული წყალი.
როგორ?
  • ზაფხულის პერიოდში დავლიოთ ანადუღარი წყალი
  • რეგულარულად დავლიოთ გამლღვარი წყალი                                                                       წყალი არის ერთადერტი ბუნებრივი ელემენტი,რის საშუალებითაც შეიძლება გამაახალგაზრდებელი სისტემის აშენება.მაგრამ,წყალი კარგავს თავის სამკურნალო თვისებებს ქლორირების შემდეგ.ამიტომაც,თუ გწირდებათ სუფთა,ჯამრთელი წყალი-გამოიყენეთ გამლღვარი წყალი.
გამლღვარი წყლის დადებითი მხარე.
გამლღვარი წყალი იცავს ძველ უჯრედებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან და აახალგაზრდავებს მას.აგრეთვე დამტკიცებულია,რომ გამლღვარი წყალი ანიწებს ადამიანს უამრავ ენერგიას,ძალას,აუმჯობესებს ტვინის აქტივობას,ახანგრძლივებს ძილს.


როგორ დავამზადოთ გამლღვარი წყალი?                                                                                               
აავსეთ ქვაბი წყლით,აუცილებლად დააფარეთ თავსახური და შედეთ საყინულეში 14 საათით.შემდეგ გამოიღეთ და დაელოდეთ.გალღვობის მერე შეგიძლიათ თამამად მიიღოთ ასეთი წყალი და იყოთ დაცული მრავალი დაავადებებისგან,რადგან დაბალი ტემპერატურის გამო იღუპება ჩვენი ორგანიზმისთვის  საშიში ბაქტერიები.
გისურვებთ ჯამრთელობას!!!





გამოყენებული მასალა:
www.kakhetinews.com
www.talavoda.com
www.arabio.ru
ekologiaia.blogspot.com




































No comments:

Post a Comment